იურისტი | კორპორაციული სამართალი, ენერგეტიკა და მშენებლობა

ლუკა გოგუა არის BLC-ის იურისტი. მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს განეკუთვნება კორპორაციული ტრანზაქციების მართვა, M&A, განახლებადი ენერგიისა და ინფრასტრუქტურული პროექტები, მშენებლობა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებები.

ლუკა კონსულტაციას უწევს ადგილობრივ და საერთაშორისო კლიენტებს კორპორაციულ საკითხებში, მათ შორის, კომპანიების წილების შეძენის, სამართლებრივი due diligence-ის ჩატარების, შესაბამისი ხელშეკრულებების მომზადებისა და მოლაპარაკების პროცესში.

მისი გამოცდილება მოიცავს განახლებადი ენერგიის, ინფრასტრუქტურული, სამშენებლო და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პროექტების განვითარებისა და განხორციელების სამართლებრივ მხარდაჭერას, ტრანზაქციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებას, პროექტების დაფინანსების, მარეგულირებელი საკითხებისა და კორპორაციული პროცედურების მიმართულებით კონსულტაციას.

ლუკა BLC-ს 2023 წელს შეუერთდა. ფირმაში საქმიანობა მან იურიდიული სტაჟიორის პოზიციაზე დაიწყო, რის შემდეგაც მუშაობდა იურისტის თანაშემწედ, და უმცროს იურისტად, ამჟამად, კი იურისტის პოზიციას იკავებს. პროფესიულ საქმიანობასთან ერთად, იგი არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტში ლექტორის ასისტენტი და აქტიურად მონაწილეობს აკადემიურ და პროფესიულ ინიციატივებში.

წარმომადგენლობითი გამოცდილება
  • კონსულტაციას უწევდა ადგილობრივ და საერთაშორისო კლიენტებს კორპორაციულ ტრანზაქციებსა და M&A საკითხებზე, მათ შორის ახორციელებდა სამართლებრივ due diligence-ს, მონაწილეობდა ტრანზაქციების სტრუქტურირებაში, წილებისა და აქციების ნასყიდობის ხელშეკრულებებისა და ტრანზაქციასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის მომზადებასა და განხორციელებაში.
  • კონსულტაციას უწევდა კლიენტებს საქართველოში განახლებადი ენერგიისა და ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის ქარის, მზისა და ჰიდროენერგეტიკული პროექტების განვითარებისა და განხორციელების საკითხებზე. მისი საქმიანობა მოიცავდა კორპორაციული სტრუქტურის გამართვას და დოკუმენტაციის მომზადებას, პარტნიორთა შეთანხმებებისა და პროექტების დაფინანსების შეთანხმებების შედგენას, მარეგულირებელ საკითხებსა და საპროექტო დოკუმენტაციას.
  • კონსულტაციას უწევდა კლიენტებს საქართველოში და საზღვარგარეთ მსხვილი დეველოპერული და ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მათ შორის, პროექტების სტრუქტურირების, კომერციული შეთანხმებებისა და სამშენებლო ხელშეკრულებების მომზადების ნაწილში, აგრეთვე, FIDIC-ზე დაფუძნებული ხელშეკრულებების მართვისა და ადმინისტრირების საკითხებზე, პროექტის განხორციელების მთელი პერიოდის განმავლობაში.
  • კონსულტაციას უწევდა კლიენტებს კორპორაციული რეორგანიზაციების, პარტნიორთა და აქციონერთა შემადგენლობისა და ხელმძღვანელი პირების ცვლილების, ლიკვიდაციის, კორპორაციული მართვისა და შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებში რეგისტრაციის საკითხებზე.
  • მონაწილეობდა ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და უძრავი ქონების პროექტების დაფინანსების ტრანზაქციებში, მათ შორის, სესხისა და უზრუნველყოფის დოკუმენტაციების მომზადებაში, კორპორაციული თანხმობების მოპოვებასა და ტრანზაქციის დასრულების წინაპირობებთან დაკავშირებულ საკითხებში.
განათლება
  • სამართლის მაგისტრანტი (LL.M.), თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველო.
  • სამართლის ბაკალავრი (LL.B.), თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველო.
  • სამოქალაქო საპროცესო სამართლის ასისტენტი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი.
  • კანონისმიერი ვალდებულებების სამართლის ასისტენტი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
ენები
ქართული, ინგლისური