2025 წელს ჩვენ აღვნიშნავთ წარმატებული იურიდიული პრაქტიკის 25 წლის იუბილეს. BLC დაარსდა 2000 წელს საქართველოში და ამერიკის შეერთებულ შტატებში განათლებული და სამართლის სხვადასხვა სფეროში გამოცდილი იურისტების მიერ. ჩვენი კომპანია გაიზარდა ქართულ ბაზართან და ბიზნესთან ერთად. ჩვენ იურიდიულ მომსახურებას ვუწევდით პირველ პირდაპირ ინვესტორებს, მულტინაციონალურ კომპანიებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, უცხოურ საელჩოებსა და დიპლომატებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ქართულ კომპანიებს.

ამჟამად BLC არის წამყვანი იურიდიული ფირმა სამართლის არაერთ სფეროში. ჩვენი იურიდიული სერვისების მთავარი ქვაკუთხედია: საბანკო და ფინანსური სამართალი, საგადასახადო სამართალი, კორპორატიული ტრანზაქციები და სტრუქტურები, უძრავი ქონება, ენერგეტიკა, ასევე სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავები.

BLC-ის პარტნიორებმა და იურისტებმა, რომლებმაც განათლება აშშ-ისა და ევროკავშირის წამყვან სკოლებში მიიღეს, განაპირობეს კომპანიის დასავლური ორიენტაცია, უმაღლესი ეთიკური სტანდარტები, გულისხმიერება და ერთგულება კლიენტებისა თუ იურიდიული პროფესიის მიმართ. BLC არის ერთადერთი ქართული იურიდიული ფირმა საერთაშორისო პრაქტიკით, რომელიც ოპერირებს ფილიალით ბათუმში (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა) და ჰყავს არაერთი კორესპონდენტი მეზობელ სომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთსა და უკრაინაში.

ჩვენი პრაქტიკის ფარგლებში, ვთანამშრომლობთ ისეთ გამოჩენილ საერთაშორისო იურიდიულ ფირმებთან, როგორიცაა: Slaughter & May, Baker & McKenzie, White & Case და სხვა.

ჩვენ წარმატებით ვაწარმოეთ მრავალი სასამართლო და საარბიტრაჟო დავა, მივაწოდეთ ჩვენს კლიენტებს ყოვლისმომცველი იურიდიული აუდიტის (due diligence) ანგარიშები და ჩართულნი ვიყავით შერწყმასა და შეძენასთან (M&A) დაკავშირებულ მსხვილ თუ საშუალო ტრანზაქციებში. ჩვენი იურისტებისა და ექსპერტების მეშვეობით, BLC-იმ გასწია მომსახურება საოჯახო, სამემკვიდრეო, სისხლისა და ადმინისტრაციულ საქმეებში. ასევე, BLC აქტიურად იყო ჩართული საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ პრივატიზაციის პროცესებსა და აუქციონებში.

ორმა ქართველმა იურისტმა, რომლებმაც განათლება აშშ-ში მიიღეს, BLC 2000 წლის დასაწყისში დააფუძნა. BLC იურიდიული ოფისი თავდაპირველად ოპერირებდა „ბიზნესისა და სამართლის კონსალტინგის“ (B-LEG) სახელით. კომპანიას სახელი 2003 წელს შეეცვალა და ამჟამად მას მართავს შვიდი პარტნიორი: ალექსანდრე ბოლქვაძე, ქეთი ქვარცხავა, გიორგი ბათლიძე, თამთა ივანიშვილი, ლაშა უფლისაშვილი, რუსა ჭკუასელი და ანრი ხონელიძე. BLC-ს ჰყავს უფროსი იურისტებისა (Senior Associates) და იურისტების ყველაზე დიდი გუნდი საქართველოში.

კომპანიას აქვს სათაო ოფისი საქართველოს დედაქალაქში – თბილისში და ფილიალი შავიზღვისპირა ქალაქ ბათუმში, რომელიც სიდიდით მეორე ინდუსტრიული ცენტრია საქართველოში.

BLC იურიდიული ოფისი გაიზარდა ქართულ ბიზნესსა და ეკონომიკასთან ერთად. ჩვენ ვემსახურებით როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კლიენტებს, მულტინაციონალურ კომპანიებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, უცხოურ საელჩოებსა და დიპლომატიურ მისიებს. ჩვენ ვაფასებთ ჩვენი მრავალწლიანი კლიენტების ლოიალურობას. მართლაც, ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი გამოცდილება და კლიენტების კონკრეტულ საჭიროებებზე მორგების უნარი ის თვისებებია, რომელთა ჩანაცვლებაც ყველაზე რთულია.