იურისტი | კორპორაციული სამართალი და დავების გადაწყვეტა
გიორგი მალანია BLC-ის 2022 წელს სტაჟიორის პოზიციაზე შეუერთდა. შემდგომში დაწინაურდა პარალეგალის, უმცროსი იურისტისა და იურისტის პოზიციებზე. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია სამოქალაქო, კორპორაციული, ადმინისტრაციული და ინტელექტუალური საკუთრების სფეროში არსებული დავები. გიორგი ასევე მხარს უჭერს BLC-ის დავების გადაწყვეტის გუნდს სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე კვლევითი საქმიანობით. გარდა ამისა, იგი რეგულარულად მონაწილეობს კორპორაციული სამართლის საკითხებზე მუშაობაში, დავების გადაწყვეტის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობით.
გიორგი სამართლებრივ საქმიანობას 2019 წლიდან ეწევა. BLC-ში გაწევრიანებამდე მან სტაჟირება გაიარა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში „My Lawyer“ და თბილისის სააპელაციო სასამართლოში და სხვა კომპანიაში მუშაობდა უმცროს იურისტად. გიორგი წარჩინებით ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის ხარისხს, ხოლო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღებული აქვს კერძო (ბიზნეს) სამართლის მაგისტრის ხარისხი.
სწავლის პერიოდში გიორგი მონაწილეობდა Willem C. Vis-ის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესის კონკურსში (2022) და Zenica Vis Pre-Moot-ში. 2022 წელს მან წარმატებით ჩააბარა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.
- კლიენტების წარმომადგენლობა სამოქალაქო და კომერციულ დავებზე საქართველოს საერთო სასამართლოებში, საარბიტრაჟო ტრიბუნალებსა და საჯარო უწყებებში, საპროცესო საკითხებისა და დავის სტრატეგიის მართვა.
- კორპორაციულ და სახელშეკრულებო საკითხებზე კონსულტაცია, მათ შორის კორპორაციული გადაწყვეტილებების, კომერციული შეთანხმებებისა და სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება და სტრუქტურირება.
- მრავალ იურისდიქციასთან დაკავშირებული სამართლებრივი დასკვნებისა და დოკუმენტაციის შემუშავება, კონსულტაციების გაწევა საერთაშორისო კომერციულ ტრანზაქციებსა და რეგულატორულ ჩარჩოებზე.
- Willem C. Vis-ის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესის კონკურსის მონაწილე (2022)
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაცია (2022 წლიდან)
- ბიზნეს სამართლის მაგისტრი (LL.M.), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (2022)
- სამართლის ბაკალავრი (LL.B.), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2020)