პარტნიორი

გიორგი (გიგა) ბათლიძე არის იურიდიული კომპანია „ბიელსის“ პარტნიორი. 2008 წლიდან იგი კლიენტებს უწევს სამართლებრივ მხარდაჭერას კომპლექსურ საერთაშორისო ტრანზაქციებში, პროექტების დაფინანსებასა და მაღალი ღირებულების კომერციულ დავებში. გიორგი წარმოადგენს მრავალეროვნულ კორპორაციებს, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, სტრატეგიულ ინვესტორებსა და დეველოპერებს საქართველოში განხორციელებულ უმნიშვნელოვანეს საინვესტიციო პროექტებსა და ყველაზე კომპლექსურ სამართლებრივ საკითხებში.

მისი პრაქტიკა მოიცავს კორპორაციულ სამართალს, შერწყმებსა და შესყიდვებს (M&A), პროექტების განვითარებას, კორპორაციულ რესტრუქტურიზაციას, გადახდისუუნარობასა და რეაბილიტაციას, ასევე საერთაშორისო არბიტრაჟს. გიორგი რეგულარულად მონაწილეობს კომპანიების შეძენისა და რეორგანიზაციის პროცესებში, ერთობლივი საწარმოების (Joint Venture) სტრუქტურირებასა და სტრატეგიულ ინვესტიციებში ენერგეტიკის, სამთო მრეწველობის, ინფრასტრუქტურის, ტელეკომუნიკაციების, ფინანსური მომსახურებისა და ლოგისტიკის სექტორებში.

ტრანზაქციული საქმიანობის პარალელურად, გიორგის ჩამოყალიბებული აქვს ძლიერი პრაქტიკა საერთაშორისო არბიტრაჟისა და კომპლექსური კომერციული დავების მიმართულებით. იგი საქმიანობს როგორც ადვოკატის, ქართული სამართლის ექსპერტისა და საქმის მენეჯერის როლში ICC-ისა და LCIA-ის წესების საფუძველზე მიმდინარე საერთაშორისო არბიტრაჟებში, ასევე მონაწილეობს უცხოურ სასამართლოებში მიმდინარე პროცესებში. მისი პრაქტიკა მოიცავს კორპორაციულ, სამშენებლო, ენერგეტიკულ და M&A ტრანზაქციებიდან წარმოშობილ დავებს, გადახდისუუნარობის საკითხებსა და ტრანსსასაზღვრო აღსრულებას.

პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად, გიორგი აქტიურად მონაწილეობს საქართველოს კომერციული კანონმდებლობის განვითარებაში. იგი მონაწილეობდა არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო რეფორმის მომზადებაში, მათ შორის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ეროვნული ბანკის არაერთი ნორმატიული აქტის შემუშავებაში. გიორგი ასევე არის თავისუფალი უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის ასოცირებული პროფესორი.

წარმომადგენლობითი გამოცდილება
  • საქართველოს კომერციული ბანკის აქციონერთა სამართლებრივი მრჩეველი ბანკის საკონტროლო წილის სხვა წამყვანი ქართული საბანკო დაწესებულებისათვის გასხვისების პროცესში, ტრანზაქციის ყველა ეტაპზე. 
  • საქართველოში უმსხვილესი გადახდისუუნარობის რეაბილიტაციის პროცესის წარმატებით განხორციელება, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფილ იქნა მსხვილი ქართული ავიაკომპანიის საქმიანობის სრულად შენარჩუნება და რეაბილიტაციის გეგმის მხარდაჭერა კრედიტორთა 90%-ზე მეტის მიერ. 
  • უცხოელი სტრატეგიული ინვესტორის სამართლებრივი მრჩეველი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საწვავის საცალო რეალიზაციისა და ნავთობპროდუქტების ლოგისტიკური ბიზნესის შეძენის პროცესში, მათ შორის სრულმასშტაბიანი სამართლებრივი აუდიტის, ტრანზაქციის სტრუქტურირებისა და მარეგულირებელ საკითხებზე კონსულტირების მიმართულებით. 
  • საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სამთო-მომპოვებელი ბიზნესის მრავალეტაპიან კორპორაციულ რესტრუქტურიზაციასა და შერწყმასთან დაკავშირებულ სამართლებრივ მხარდაჭერაში მონაწილეობა, მათ შორის due diligence-ის, ტრანზაქციის სტრუქტურირებისა და მარეგულირებელი საკითხების მიმართულებით. 
  • ქვეყნის წამყვანი სატელეკომუნიკაციო ოპერატორის წარმომადგენლობა ტელეკომუნიკაციებისა და ინტერნეტინფრასტრუქტურის კომპანიების ჯგუფის შეძენის პროცესში, მათ შორის სრულმასშტაბიანი სამართლებრივი აუდიტის, ტრანზაქციის სტრუქტურირებისა და ყველა აუცილებელი მარეგულირებელი ნებართვის მიღების საკითხებზე. 
  • მრავალიურისდიქციული ენერგეტიკული აქტივების შეძენის პროექტში საქართველოს სამართლის საკითხებზე კონსულტირება, მათ შორის ქართული კომპანიების სამართლებრივი აუდიტისა და მარეგულირებელი მოთხოვნების შეფასების მიმართულებით. 
  • რეგულარულად მონაწილეობს მაღალი ღირებულების საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებში LCIA-ის, ICC-ისა და სხვა საერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტების წესების საფუძველზე, როგორც ქართული სამართლის ექსპერტი, ადვოკატი და საქმის მენეჯერი, კორპორაციულ, M&A, სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ დავებში. 
  • საერთაშორისო კორპორაციების, სტრატეგიული ინვესტორებისა და კერძო საინვესტიციო ფონდების კონსულტირება კომპანიების შეძენის, კორპორაციული რესტრუქტურიზაციის, საქართველოს ბაზარზე შესვლის, კორპორაციული მართვისა და სტრატეგიული ინვესტიციების საკითხებზე საქართველოში და ცენტრალურ აზიაში.
აღიარება
  • The Legal 500 – აღიარებულია როგორც „კომპეტენტური, მაღალკვალიფიციური და სანდო იურისტი“.
  • Chambers Europe – დასახელებულია როგორც „დავების გადაწყვეტის სფეროში მზარდი რეპუტაციის მქონე იურისტი“.
განათლება და პროფესიული საქმიანობა
  • გეტინგენის უნივერსიტეტი – სამართლის მაგისტრი (LL.M.), კორპორაციული და სამოქალაქო სამართალი
  • გეტინგენის უნივერსიტეტი – სამართლის სრული საუნივერსიტეტო კურსი
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – სამართლის ბაკალავრი (LL.B.)
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი
  • GIAC-ის საარბიტრაჟო საბჭოს წევრი
  • საქართველოს არბიტრთა ასოციაციის აკრედიტებული არბიტრი
  • თავისუფალი უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის ასოცირებული პროფესორი
ენები

ქართული, ინგლისური, გერმანული და რუსული