იურისტი

გიორგი ალფენიძე არის BLC-ის იურისტი. იგი გუნდს 2025 წელს შეუერთა უმცროსი იურისტის პოზიციაზე, ხოლო 2026 წელს იურისტის პოზიციაზე დაწინაურდა. მისი ძირითადი პრაქტიკის სფეროები მოიცავს ადგილობრივი და საერთაშორისო კლიენტების წარმომადგენლობას სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებში, ადგილობრივი და საერთაშორისო კლიენტების კონსულტირებას გადახდისუუნარობის, ენერგეტიკის, სახელშეკრულებო და შრომის სამართლის საკითხებზე.

გიორგი აქტიურ იურიდიულ პრაქტიკას 2020 წლიდან ეწევა. BLC-ში მოსვლამდე იგი მუშაობდა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის გუნდში, სადაც მართავდა სხვადასხვა კატეგორიის გადახდისუუნარობის საქმეებს.

პარალელურად, იგი იკავებდა მარეგულირებელი საკითხების სპეციალისტის პოზიციას ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიაში. ამ პოზიციაზე მისი მოვალეობები მოიცავდა ენერგეტიკის სექტორში საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგს, მარეგულირებელი დოკუმენტაციის მომზადებას, შიდა სამართლებრივი აქტების შემუშავებასა და კომპანიის ინტერესების დაცვას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში.

კარიერის ადრეულ ეტაპზე გიორგი მუშაობდა იურისტის თანაშემწის პოზიციაზე წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციებში, სადაც მისი საქმიანობა მოიცავდა, ბენეფიციარებისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევას, მათ შორის ქეისების მომზადებას ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოსათვის. 2024 წლის აპრილიდან იგი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

გამოცდილებები
  • საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლობა მოსარჩელის სტატუსით ფართომასშტაბიან სამშენებლო დავაში სადაც დავის ღირებულება რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს აღემატებოდა (2025–2026 წწ).
  • საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლობა მოპასუხის სტატუსით მსხვილ სამშენებლო დავაში, რომლის ღირებულებაც რამდენიმე ათეული მილიონ ლარს აღემატებოდა (2025-2026 წწ)
  • საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მომუშავე მსხვილი კომპანიების კონსულტირება მარეგულირებელ საკითხებზე, რომლებიც უკავშირდებოდა ბიზნესის გაფართოებას და მიკრო და მსხვილი ელექტროენერგიის მწარმოებელი საწარმოების რეგულაციებში მოქცევას (2025–2026 წწ).
  • კლიენტების კონსულტირება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებასა და წარმართვასთან დაკავშირებით.
  • მსხვილი კომპანიების კონსულტირება საქართველოს შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხებზე და მათი ინტერესების დაცვა სასამართლოში.
განათლება
  • სამართლის მაგისტრი (LL.M.) | ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2023)
  • სამართლის ბაკალავრი (LL.B.) | ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2021)
  • ადვოკატის უფლებამოსილება | საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაცია (2024 წლიდან)
ენები
ქართული, ინგლისური, რუსული