უფროსი იურისტი | M&A, კორპორაციული და საფინანსო პრაქტიკა
ქეთევან მესხიშვილი BLC-ის კორპორაციული და საფინანსო პრაქტიკის უფროსი იურისტია. იგი კონსულტაციას უწევს საერთაშორისო და ადგილობრივ კლიენტებს საერთაშორისო კორპორაციულ ტრანზაქციებთან, საფინანსო და რეგულატორულ საკითხებთან და კომპლექსურ კომერციულ შეთანხმებებთან დაკავშირებით. ქეთევანს განსაკუთრებული გამოცდილება აქვს ფინანსური მომსახურების, უცხოური ინვესტიციების, კომპანიათა შერწყმისა და შესყიდვის (M&A), უზრუნველყოფის სტრუქტურების, ვირტუალური აქტივების მომსახურების, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პროექტების სფეროებში.
ქეთევანი რეგულარულად უწევს კონსულტაციას ფინანსურ ინსტიტუტებს, განვითარების ბანკებსა და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, საერთაშორისო ინვესტორებს, კორპორაციულ კლიენტებს, fintech კომპანიებსა და სტრატეგიულ სპონსორებს კომპლექსურ საერთაშორისო ტრანზაქციებთან დაკავშირებით. მისი საქმიანობა მოიცავს იურიდიული დასკვნებისა და კვლევების მომზადებას, წილებისა და აქციების შესყიდვის ტრანზაქციებს, დაფინანსებისა და უზრუნველყოფის დოკუმენტაციის მომზადებას, კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებულ იურიდიულ რჩევებს, კომერციულ ხელშეკრულებებს, ტრანზაქციების სტრუქტურირებას, იმპლემენტაციასა და რეგულატორულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას.
ქეთევანის წინა გამოცდილება მოიცავს საქართველოს ორ უმსხვილეს სახელმწიფო საინვესტიციო ფონდში მუშაობას, სადაც იგი სამართლებრივ კონსულტაციას უწევდა ფონდებს ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ პროექტებთან დაკავშირებით, მათ შორის, უცხოელ ინვესტორებთან საინვესტიციო ხელშეკრულებების, აქციონერთა შეთანხმებებისა და დაკავშირებული საპროექტო დოკუმენტაციის მოლაპარაკებებისა და იმპლემენტაციის პროცესში. მისი გამოცდილება საერთაშორისო არბიტრაჟსაც მოიცავს - BLC-ში გადმოსვლამდე ქეთევანი საერთაშორისო იურიდიული ფირმის პარიზის ოფისში მუშაობდა, სადაც საერთაშორისო კომერციულ და საინვესტიციო საარბიტრაჟო საქმეებში იყო ჩართული.
ქეთევანი ფლობს მაგისტრის ხარისხს (LL.M.) საერთაშორისო საბანკო და საფინანსო სამართალში, რომელიც მან ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში (University College London) წარჩინებით (Merit) დაიცვა. იგი არის ლიცენზირებული სოლისიტორი (solicitor) ინგლისსა და უელსში და არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. იურიდიული პრაქტიკის პარალელურად, ქეთევანი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია, სადაც საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟს ასწავლის, და Brown Mosten-ის სახელობის კლიენტის კონსულტაციის საერთაშორისო შეჯიბრის მწვრთნელია.
- საერთაშორისო ინვესტორებსა და ტრანზაქციის იურიდიულ მრჩევლებისათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა წილებისა და აქციების შესყიდვის ტრანზაქციების ქართული სამართლის ასპექტებთან დაკავშირებით, რაც მათ შორის, მოიცავდა შემდეგს: იურიდიული კვლევა, კორპორაციული თანხმობების მომზადება, რეგულატორულ საკითხებზე იურიდიული რჩევის გაცემა, ტრანზაქციის სტრუქტურირება და წილის ნასყიდობის ხელშეკრულებებისა და თანმდევი დოკუმენტაციის მოლაპარაკება, მომზადება და რეგისტრაცია.
- დაფინანსებისა და უზრუნველყოფის პაკეტის მომზადება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ადგილობრივი კომერციული ბანკების მონაწილეობით.
- ფინტექ კომპანიებისა და ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების (VASP) კონსულტირება რეგულატორულ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, VASP-ის პროდუქტის კვალიფიკაციაში, კლიენტთა იდენტიფიკაციის (onboarding), სანქციებთან და ფულის გათეთრების წინააღმდეგ (AML) მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხებში.
- კლიენტთა კონსულტირება კორპორაციულ და კომერციულ შეთანხმებებთან დაკავშირებით, მათ შორის, საბანკო, საინვესტიციო, საგადახდო მომსახურების, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში.
- იურიდიული კვლევევების (due diligence) ორგანიზება და უზრუნველყოფა ინვესტორებისთვის, მათ შორის, ქართული სამიზნე კომპანიების ლიცენზიების, კორპორაციული სტატუსის, სახელშეკრულებო ურთიერთობების, მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის, უფლებრივი დატვირთვებისა და სხვა ძირითადი სამართლებრივი ასპექტების სიღრმისეული კვლევა და შესაბამისი ანგარიშების მომზადება.
- საერთაშორისო კლიენტის კონსულტირება კომპლექსურ სააქციონერო, ოფციონის, შეთანხმებაზე მიერთების (accession) და კორპორაციული მართვის შეთანხმებებზე, მათ შორის, გასხვისების შეზღუდვების, თანხმობის უფლებების, დასრულების (completion) მექანიზმებისა და მინორიტარ პარტნიორთა დაცვის დებულებების მომზადებასა და განხილვასთან დაკავშირებით.
- მაგისტრის ხარისხი (LL.M.) საერთაშორისო საბანკო და საფინანსო სამართალში, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი (University College London), გაერთიანებული სამეფო, წარჩინებით (Merit)
- სამართლის ბაკალავრი (LL.B.), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო, წარჩინებით
- სოლისიტორი (solicitor), ინგლისი და უელსი
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია
- საქართველოს არბიტრთა ასოციაციის გამგეობის წევრი
- მოწვეული ლექტორი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი; Brown Mosten-ის სახელობის კლიენტის კონსულტაციის საერთაშორისო შეჯიბრის მწვრთნელი