იურისტი

თეონა მაღრაძე იურიდიულ ფირმა „ბიელსის“ 2022 წელს შემოუერთდა და ამჟამად ფირმის სასამართლო დავებისა და კორპორაციული პრაქტიკის იურისტია. მისი საქმიანობა მოიცავს კორპორაციულ და კომერციულ დავებს, სამშენებლო და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებს, კორპორაციულ გარიგებებსა და M&A-ს, შრომის სამართალს, საოჯახო სამართალს და ზოგად კორპორაციულ საკონსულტაციო მომსახურებას.

თეონა კონსულტაციას უწევს და წარმოადგენს ადგილობრივ და საერთაშორისო კლიენტებს მაღალი მნიშვნელობის დავებში საქართველოს სასამართლოებში, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტებში. მისი გამოცდილება, მათ შორის, მოიცავს კლიენტებისათვის კონსულტაციის გაცემას კორპორაციული მმართველობის საკითხებზე, მრავალეტაპიან M&A ტრანზაქციებსა, კორპორაციულ რესტრუქტურიზაციებსა და due diligence-ს.

იურიდიულ ფირმა „ბიელსიში“ შემოერთებამდე თეონა მუშაობდა საქართველოში მოქმედ იურიდიულ ფირმაში, სადაც მისი საქმიანობა ფოკუსირებული იყო სასამართლო დავებზე, არბიტრაჟზე, შრომის სამართალზე, სპორტის სამართალსა და კომერციულ და კორპორაციულ საკითხებზე.

წარმომადგენლობითი გამოცდილება
  • წარმოადგენდა საცალო ვაჭრობის ბაზრის ერთ-ერთ წამყვან მონაწილეს საქართველოს სასამართლოებში სხვადასხვა კომერციულ და შრომით სამართლებრივ დავაში;
  • წარმოადგენდა ქართულ ჰიდროელექტროსადგურს სამშენებლო კომპანიების წინააღმდეგ წარმოებულ კომპლექსურ კომერციულ დავაში;
  • წარმოადგენდა მსხვილ ქართულ სამშენებლო კომპანიას მშენებლობასა და დეველოპმენტთან დაკავშირებულ დავებში;
  • კონსულტაციას უწევდა წამყვან ქართულ კვლევით და საკონსულტაციო კომპანიას კორპორაციული მმართველობისა და კორპორაციული რესტრუქტურიზაციის საკითხებზე;
  • კონსულტაციას უწევდა და წარმოადგენდა უცხოელ ინვესტორებს პარტნიორთა დავებში, მათ შორის დერივაციულ სარჩელებთან, კორპორაციულ ჩიხურ მდგომარეობებთან და ინვესტიციების დაცვასთან დაკავშირებულ დავებში;
  • კონსულტაციას უწევდა კლიენტებს M&A-სა და კორპორაციული რესტრუქტურიზაციის საკითხებზე ქართულ საცალო ბიზნესთან დაკავშირებული მრავალეტაპიანი ბაზრიდან გასვლის ტრანზაქციის ფარგლებში, მათ შორის, ტრანზაქციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადების მიმართულებით;
  • ახორციელებდა სამართლებრივ due diligence-ს საერთაშორისო ინვესტორებისთვის ქართული სამიზნე კომპანიების შეძენასთან დაკავშირებით, მათ შორის კორპორაციული, სახელშეკრულებო, ლიცენზირებისა და მარეგულირებელი საკითხების მიმართულებით;
  • კონსულტაციას უწევდა ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ავიაციისა და ენერგეტიკის სექტორებში მოქმედ კომპანიებს კომერციულ, კორპორაციულ, შრომით და სასამართლო დავებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
განათლება და კვალიფიკაცია
  • გაცვლითი პროგრამა, ლოძის უნივერსიტეტი, პოლონეთი;
  • სამართლის ბაკალავრის ხარისხი, წარჩინებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2019);
  • სამართლის მაგისტრის ხარისხი, წარჩინებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2021);
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი (საერთო სპეციალიზაცია, 2021; არასრულწლოვანთა უფლებებისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზაცია, 2021);
  • საქართველოს არბიტრთა ასოციაციის (GAA) აკრედიტებული წევრი (2023);
  • საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აკრედიტებული მედიატორი (2023).
ენები
ქართული (მშობლიური); ინგლისური (სრულყოფილი პროფესიული ცოდნა).