იურისტი | კორპორაციული & კომერციული
თამთა შამუგია იურიდიულ ფირმა „ბიელსის“ 2022 წელს შემოუერთდა და ამჟამად იკავებს იურისტის პოზიციას. მისი პრაქტიკის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს კორპორაციული და ბიზნეს სამართალი, განსაკუთრებული აქცენტით ისეთ კომპლექსურ ტრანზაქციებზე, როგორიცაა ტრანსსასაზღვრო M&A, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება და მასშტაბური კორპორაციული ურთიერთობების სტრუქტურირება.
თამთას პრაქტიკა მოიცავს საერთაშორისო ტრანზაქციების მიმართულებით კლიენტებისთვის კონსულტაციების გაწევას. იგი გასცემს სამართლებრივ დასკვნებს ტრანსსასაზღვრო დაფინანსებისა და სამართლებრივი მოწესრიგების საკითხებზე, ჩართულია კომპლექსური სამართლებრივი ანალიზის (due diligence) პროცესებში სხვადასხვა ინდუსტრიაში, მათ შორის, რეგულირებულ სექტორებსა და ფინანსურ ბაზრებზე. მისი გამოცდილება აერთიანებს რთული ტრანზაქციებისა და კომერციული დოკუმენტაციის, კერძოდ, პარტნიორთა შეთანხმებების, საინვესტიციო ხელშეკრულებების, ერთობლივი საქმიანობის (joint venture) შეთანხმებებისა და სხვა სტრატეგიული კორპორაციული დოკუმენტების მომზადებასა და მათზე მოლაპარაკებების წარმოებას. იგი აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (IFI) მხარდაჭერით ორგანიზებულ ინფრასტრუქტურის დაფინანსების პროექტებში.
მისი ზოგადი პრაქტიკა, ასევე, ფარავს სახელშეკრულებო სამართალს, ინტელექტუალურ საკუთრებას, შრომის სამართალსა და დაკავშირებული დავების გადაწყვეტას. იურიდიული ფირმა „ბიელსის“ გუნდთან შემოერთებამდე, მან პროფესიული გამოცდილება დააგროვა როგორც კერძო სექტორში, ისე თბილისის საქალაქო სასამართლოსა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში (საია).
- იურიდიულ კონსულტაციას უწევდა ადგილობრივ და საერთაშორისო სპონსორებს, კრედიტორებსა და ინვესტორებს კომპლექსურ დაფინანსებაზე, პროექტების დაფინანსებისა და M&A-ის ტრანზაქციებზე ინფრასტრუქტურულ, ინდუსტრიულ, საწარმოო და საფინანსო სექტორებში, რაც მოიცავდა დიდი ღირებულებისა და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტრანზაქციებს;
- წარმოადგენდა Pace-ის ჯგუფს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციასთან (DFC) ფოთის პორტის პროექტის დაფინანსებისა და განვითარების პროცესში;
- ჩართული იყო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (მათ შორის, DFC, EBRD, ADB და FMO) მონაწილეობით მიმდინარე ტრანზაქციებში, რაც, მათ შორის, მოიცავდა ქართული მარეგულირებელი ჩარჩოს ფარგლებში იურიდიული დასკვნების მომზადებას და დაფინანსებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შედგენას;
- მონაწილეობა მიიღო საქართველოს ენერგოეფექტურობის საკანონმდებლო ჩარჩოს რეფორმასთან დაკავშირებულ პროექტში „GOPA Tech“-თან ერთად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით, KfW განვითარების ბანკის დაფინანსების ფარგლებში;
- მონაწილეობა მიიღო წამყვანი ქართული ბანკების კაპიტალის ბაზრების ტრანზაქციებში, მათ შორის AT1 და Tier 2 კაპიტალის ინსტრუმენტების გამოშვების (ემისიის) პროცესში, და ჩართული იყო სტრუქტურირების, დოკუმენტაციის მომზადებისა და მარეგულირებელი ასპექტების შესახებ კონსულტაციებში;
- სამართლებრივ დახმარებას უწევდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ საინვესტიციო ფონდებს საინვესტიციო და დეინვესტირების ტრანზაქციებთან, შესაბამის დოკუმენტაციასთან, კორპორაციულ სტრუქტურირებასა და დავებთან დაკავშირებით;
- სამართლებრივ დახმარებას უწევდა ინვესტორებსა და კორპორაციულ კლიენტებს ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების, ტელეკომუნიკაციების, საფინანსო მომსახურებისა და სხვა რეგულირებული სექტორების მიმართულებით სამართლებრივი ანალიზის (legal due diligence), ტრანზაქციების სტრუქტურირების, კორპორაციული მართვის, მარეგულირებელი ჩარჩოს მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კომერციულ საკითხებზე.
- მაგისტრის ხარისხი [წარჩინებით], ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი [2021];
- საავტორო სამართლის სასერტიფიკატო კურსი [CopyrightX], ჰარვარდის სამართლის სკოლისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამა [2020];
- ბაკალავრის ხარისხი [წარჩინებით], ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი [2019];
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი;
- არბიტრთა საკვალიფიკაციო კურსის I მოდული, საქართველოს არბიტრთა ასოციაციის აკადემია.