იურისტის თანაშემწე
ლიზა ქოჩქიანი BLC Law Office-ის პარალეგალია. მან ფირმაში კარიერული გზა სტაჟირებით დაიწყო და შემდგომ პარალეგალის პოზიციაზე დაწინაურდა. ლიზას სამუშაო სფერო საკმაოდ მრავალმხრივია და კორპორაციულ, კომერციულ, საემიგრაციო, რეგულატორულ და საპროცესო სამართალს მოიცავს. იგი ყოველდღიურად აქტიურად არის ჩართული სამართლებრივ კვლევებში, ხელშეკრულებების, კორპორაციული დოკუმენტებისა თუ მემორანდუმების მომზადებასა და ანალიზში. ამასთანავე, ლიზა უზრუნველყოფს საქმის მასალების ორგანიზებას, კრიტიკული ვადების მონიტორინგსა და სახელმწიფო უწყებებთან, სასამართლოებთან, საჯარო რეესტრსა თუ სანოტარო ბიუროებთან - დოკუმენტაციის წარდგენისა და შედგენის პროცესის კოორდინაციას.
BLC-ის გუნდს შემოერთებამდე ლიზა იურიდიული ასისტენტის პოზიციაზე Bitfury Group Limited-ში მუშაობდა. მას სამართლის ბაკალავრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქვს მიღებული. მისი პროფესიული უნარების განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საერთაშორისო იმიტირებულ სასამართლო პროცესებში - Willem C. Vis International Commercial Arbitration Moot-სა და Hugo Sinzheimer International Labour Law Moot-ში - მონაწილეობამ.
- სამართლის ბაკალავრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- WIPO-ს ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ზოგადი კურსი; (2024)
- Harvard CopyrightX; (2025)
- WIPO-ს ონლაინ მედიაციისა და არბიტრაჟის ვორქშოპი; (2025)
- Jean Monnet Winter School; (2023)
- European IP and Media Law, მიუნსტერის უნივერსიტეტი (2026)
- Willem C. Vis International Commercial Arbitration Moot (2025)
- Hugo Sinzheimer International Labour Law Moot (2026)