პარტნიორი
ლაშა უფლისაშვილი იურიდიულ ფირმა ბიელსის შეუერთდა 2008 წელს, ხოლო 2022 წელს გახდა პარტნიორი. იგი საქართველოს ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და უძრავი ქონების ბაზარზე კარგად ცნობილი იურისტია და მას კომპლექსურ და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებზე კონსულტაციის გაწევის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ადგილობრივი თუ საერთაშორისო ინვესტორებისთვის, დეველოპერებისთვის, მშენებლებისთვის, ფინანსური ინსტიტუტებისთვის და საჯარო დაწესებულებებისათვის. მისი პრაქტიკა მოიცავს განახლებადი და ტრადიციული ენერგიის წარმოების პროექტებს, მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, უძრავ ქონებაში ინვესტიციებსა და FIDIC-ის ხელშეკრულებებზე დაფუძნებულ სამშენებლო პროექტებს.
ლაშა კლიენტებს კონსულტაციას უწევს პროექტის სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, ინვესტიციის სტრუქტურირების, სამართლებრივი შემოწმების, მიწის შეძენის, ნებართვებისა და ლიცენზიების მოპოვებისა და მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფიდან საქართველოს მთავრობასა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან მოლაპარაკებების წარმოებამდე, ასევე, პროექტების განხორციელების ხელშეკრულებების, საჯარო და კერძო თანამშრომლობის (PPP) ხელშეკრულებების, სამშენებლო კონტრაქტებისა და პროექტის სხვა ძირითადი დოკუმენტების მომზადებასა და მოლაპარაკებამდე. მას განსაკუთრებული გამოცდილება აქვს FIDIC-ის ხელშეკრულებებთან დაკავშირებულ საკითხებში, მათ შორის ხელშეკრულების მომზადების, ადმინისტრირების, მოთხოვნების, ვადის გაგრძელებისა და დავების თავიდან აცილების მიმართულებით.
საკონსულტაციო პრაქტიკის პარალელურად, ლაშა კლიენტებს წარმოადგენს მაღალღირებულებიან კომერციულ დავებში, საერთაშორისო არბიტრაჟში, დავების განმხილველი საბჭოების წარმოებებსა და დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სხვა პროცედურებში, განსაკუთრებით კომპლექსურ სამშენებლო, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ დავებში. მას ასევე შეტანილი აქვს წვლილი აღნიშნულ სფეროებში საქართველოს კანონმდებლობისა და მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარებაში.
- კონსულტაციას უწევდა საქართველოში არაერთი მსხვილი განახლებადი ენერგიისა და თბოელექტროსადგურის პროექტის განვითარებას და ჩართული იყო პროექტის სრულ სასიცოცხლო ციკლში, პროექტის ინიციირებიდან, სტრუქტურირებიდან და სახელმწიფო უწყებებთან მოლაპარაკებებიდან დაფინანსებამდე, მშენებლობამდე, ექსპლუატაციაში მიღებასა და ოპერირებამდე.
- მონაწილეობდა საქართველოში განახლებადი ენერგიის, ინფრასტრუქტურისა და უძრავი ქონების პროექტებთან დაკავშირებულ მსხვილ M&A გარიგებებში, მათ შორის ატარებდა კომპლექსურ სამართლებრივ შემოწემებას, კლიენტებს კონსულტაციას უწევდა გარიგების სტრუქტურირებისა და რისკების შემცირების საკითხებზე და კოორდინაციას უწევდა გარიგებებს მათ ხელმოწერამდე. იგი ასევე უწევდა ინვესტორებს კონსულტაციას შეძენილი პროექტების სანებართვო, მარეგულირებელ და საოპერაციო საკითხებზე.
- კონსულტაციას უწევდა მსხვილ PPP და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორის პროექტების სტრუქტურირების, ხელშეკრულებების მომზადებისა და საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკების, ასევე მარეგულირებელი საკითხების მიმართულებით.
- კონსულტაციას უწევდა FIDIC-ის ხელშეკრულებების მხარეებს მსხვილ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში. ამზადებდა და აწარმოებდა მოლაპარაკებებს FIDIC-ის 1999 და 2017 წლების წითელი და ყვითელი წიგნების, ასევე ვარდისფერი, თეთრი, მწვანე და ვერცხლისფერი წიგნებისა და სხვა სპეციალურად შემუშავებული სახელშეკრულებო ფორმების საფუძველზე მომზადებულ კონტრაქტებზე. ამზადებდა და აწარმოებდა მოლაპარაკებებს FIDIC-ის კონკრეტულ პირობებზე და კლიენტებს უწევდა ხელშეკრულების სრულმასშტაბიანი ადმინისტრირების მომსახურებას, მათ შორის სახელშეკრულებო მიმოწერის, გადახდის საკითხების, ვადის გაგრძელების, მოთხოვნების მომზადებისა და მართვის და დავების თავიდან აცილების მიმართულებით.
- კონსულტაციას უწევდა საქართველოს მთავრობას საკანონმდებლო აქტების მომზადებისა და მარეგულირებელი რეფორმების საკითხებზე, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის, განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის მექანიზმებისა და ენერგოეფექტურობის სფეროებში.
- რეგულარულად წარმოადგენს ადგილობრივ და საერთაშორისო კლიენტებს FIDIC-ისა და სხვა კომპლექსური საპროექტო ხელშეკრულებებიდან წარმოშობილ სამშენებლო, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ დავებში, მათ შორის დავების აცილების განმხილველი საბჭოს წარმოებებსა და საერთაშორისო არბიტრაჟში.
- წარმოადგენდა კლიენტებს ჰიდროელექტროსადგურებისა და ჩამდინარე წყლების ინფრასტრუქტურული ობიექტების დაპროექტებასა და მშენებლობასთან დაკავშირებულ დავებში, მათ შორის ისეთ კომპლექსურ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხებოდა დაგვიანებას, ცვლილებებს, დამატებით ხარჯებს, გადახდის ვალდებულებებსა და სახელშეკრულებო პასუხისმგებლობას.
The Legal 500-ის უახლესი გამოცემა ლაშას ასახელებს „შემდეგი თაობის პარტნიორის“ (Next Generation Partner) რანგში. კლიენტები განსაკუთრებით აღნიშნავენ მის კლიენტზე ორიენტირებულ მიდგომას, ეფექტიანობას, საერთაშორისო ბიზნესის ღრმა ცოდნასა და ქართული ხელშეკრულებების ნიუანსების მკაფიოდ განმარტების უნარს. The Legal 500 ასევე აღნიშნავს, რომ ლაშა „ენერგეტიკის სფეროში ბაზარზე მაღალი რეპუტაციით სარგებლობს“.
IFLR1000 ლაშას ძირითად პრაქტიკის მიმართულებად პროექტების განვითარებას ასახელებს და ხაზს უსვამს მის „სწრაფ რეაგირებას, თავის სფეროში მაღალ კომპეტენციას, საერთაშორისო მიდგომასა და კომუნიკაციის შესანიშნავ უნარებს“. IFLR1000 ასევე აღნიშნავს: „მას აქვს თავისი სფეროს დიდი ცოდნა და გამოცდილება, მასთან კომუნიკაცია მარტივია, ჩვენს მოთხოვნებს ყოველთვის სწრაფად პასუხობს და გვაძლევს შესაბამის რჩევებს“.
- სამართლის მაგისტრი (LL.M.), საჯარო საერთაშორისო სამართალი და ევროკავშირის სამართალი, რიგის სამართლის უმაღლესი სკოლა
- სამართლის ბაკალავრი (LL.B.), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი
- საქართველოს არბიტრთა ასოციაციის აკრედიტებული არბიტრი
ქართული, ინგლისური და რუსული.