იურისტის თანაშემწე
ლაშა თოთლაძე არის იურიდიული ფირმა BLC-ის პარალეგალი, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია სამოქალაქო, კომერციული, კორპორაციული და ადმინისტრაციული სამართალი. იგი ჩართულია სამართლებრივი კვლევების განხორციელებაში, საპროცესო, სახელშეკრულებო და კორპორაციული დოკუმენტაციის მომზადებასა და რევიზიაში, ასევე სასამართლო დავებისა და ბიზნესტრანზაქციების სამართლებრივ მხარდაჭერაში.
BLC-ში საქმიანობის დაწყებამდე ლაშა მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, სტაჟირება გაიარა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ დეპარტამენტში, ლაშას პროფესიული გამოცდილება ასევე მოიცავს Transparency International Georgia-ში იურისტის ასისტენტისა და TBSC Consulting-ში ბიზნეს სამართლის სტაჟიორის პოზიციებზე მუშაობას.
ლაშა აქტიურად არის ჩართული პროფესიულ და აკადემიურ საქმიანობაში. იგი მონაწილეობდა Willem C. Vis International Commercial Arbitration Moot-ის საერთაშორისო იმიტირებულ პროცესში, ხოლო 2025 წელს წარმატებით ჩააბარა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.
- სამართლებრივი კვლევების განხორციელება სამოქალაქო, კომერციული, კორპორაციული და ადმინისტრაციული სამართლის საკითხებზე;
- საპროცესო, სახელშეკრულებო და კორპორაციული დოკუმენტაციის მომზადება;
- სასამართლო დავებისა და ბიზნესტრანზაქციების სამართლებრივი მხარდაჭერა, მათ შორის კლიენტებთან კომუნიკაციასა და საქმის სტრატეგიულ მართვაში მონაწილეობა.
- ბიზნეს სამართლის მაგისტრანტი (LL.M.), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (2025–დღემდე);
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი (GBA), სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაცია (2025);
- სამართლის ბაკალავრი (LL.B.), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2025);
- მონაწილე, Willem C. Vis International Commercial Arbitration Moot (2024–2025);
- Erasmus+ გაცვლითი პროგრამა, Matej Bel University, სლოვაკეთი (2023);
- FLEX გაცვლითი პროგრამა, West Central valley High School, აშშ (2020).