მმართველი პარტნიორი

ქეთი ქვარცხავა იურიდიულ ფირმა ბიელსის შეუერთდა 2001 წელს, ხოლო 2005 წელს გახდა ფირმის პარტნიორი. დღეისათვის ქეთი ქვარცხავა ბიელსის მმართველი პარტნიორია. მისი სამუშაო გამოცდილება ასევე მოიცავს მუშაობას კომერციულ ბანკებში და აკადემიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ქეთის აქვს მრავალწლიანი წარმატებული პროფესიული საქმიანობის გამოცდილება საკორპორაციო, საგადასახადო, სახელშეკრულებო, საფინანსო, საბანკო და სხვა სამართლის სფეროში. იგი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადვოკატია საქართველოში, წარმოებული აქვს მრავალი სასამართლო და საარბიტრაჟო დავა, ასევე წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ადვოკატს საერთაშორისო, საკორპორაციო, საინვესტიციო და სხვა პროექტების და ხელშეკრულებების მოლაპარაკების პროცესში. 

ქეთი ქვარცხავა უძღვება ადვოკატების გუნდებს მნიშვნელოვანი კორპორატიული ანალიზის (due diligence), ასევე მრავალმილიონიანი და გახმაურებული საგადასახადო, ბიზნეს და საინვესტიციო დავების პროცესში.

წარმომადგენლობითი გამოცდილება
  • ხელმძღვანელობდა იურისტთა გუნდს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის სამართლებრივი ანალიზის პროცესში.
  • წარმატებით მონაწილეობდა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საგადასახადო დავაში.
  • წარმატებით უწარმოებია არაერთი პრეცედენტული საქმე, მათ შორის, ბიზნესისა და პარტნიორთა შორის წარმოშობილი დავების, საგადასახადო, სამშენებლო, კომერციული და ინფორმაციის გაუთქმელობასთან დაკავშირებული დავების მიმართულებით.
  • წარმატებით წარმართავდა მოლაპარაკებებს არაერთ მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტზე.
  • მონაწილეობდა მნიშვნელოვანი სამართლებრივი რეფორმების განხორციელებაში, მათ შორის, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავებასა და სამართლებრივი ბაზის ფორმირებაში.
აღიარება
 
    • Chambers Europe-ისა და Chambers Global-ის მიერ აღიარებულია Band 1 იურისტად დავების გადაწყვეტის მიმართულებით.
    • Legal 500 -ის მიერ დასახელებულია Hall of Fame-ის წევრად დავების გადაწყვეტის მიმართულებით. 
    • Legal 500 თანახმად: „ქეთი ქვარცხავა ერთ-ერთი საუკეთესო პროცესუალისტი და სახელშეკრულებო ადვოკატია საქართველოში“. „ის ბაზაზე ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული ფიგურაა, გამორჩეული ადვოკატი, ყოველთვის საიმედო, ძალიან აქტიური, შედეგზე ორიენტირებული და კლიენტების ერთგული“.
    • Chambers Global-ის თანახმად: „მას კარგად ესმის პრობლემა და ყველა ზომას იღებს მისი საუკეთესო გზით გადასაჭრელად“. 
    • IFLR1000-ის მიერ აღიარებულია Highly Regarded იურისტად საბანკო, ფინანსურ და კორპორაციულ სამართალში, ასევე Women Leaders რეიტინგში. 
განათლება და პროფესიული საქმიანობა

 

  • Stanford Graduate School of Business-ის Stanford Executive Program (SEP)-ის კურსდამთავრებული (2017);
  • Wake Forest University School of Law-ის სამართლის მაგისტრი (LL.M.) (1999);
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრი (1997);
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი;
  • Chartered Institute of Arbitrators (CIArb)-ის წევრი.
ენები

ქართული, ინგლისური და რუსული