უმცროსი იურისტი (Junior Associate)
გიორგი ბიძიშვილი არის BLC-ის უმცროსი იურისტი, რომლის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს სახელშეკრულებო სამართალი, კომერციული დავები და საკორპორაციო სამართალი. იგი უზრუნველყოფს კომერციული ხელშეკრულებების, კორპორაციული დოკუმენტაციისა და კომპლექსური საპროცესო დოკუმენტების მომზადებას, სტრუქტურირებულ რევიზიასა და შესაბამისობის უზრუნველყოფას, რაც გარანტირებულ სტრატეგიულ მხარდაჭერას გულისხმობს როგორც ტრანზაქციულ, ისე დავებთან დაკავშირებულ პროექტებში.
გიორგი აქტიურად წარმოადგენს კლიენტებს სამოქალაქო და კომერციულ დავებზე საქართველოს საერთო სასამართლოებში, საარბიტრაჟო ტრიბუნალებსა და სხვადასხვა საჯარო უწყებებში. მისი სამუშაო გამოცდილება ასევე მოიცავს საერთაშორისო სამართლებრივ ანალიზს, კორპორაციული მართვის საკითხებსა და მრავალ იურისდიქციასთან დაკავშირებული კომპლექსური სამართლებრივი დასკვნების მომზადებას. BLC-ის გუნდს შემოერთებამდე, გიორგიმ განივითარა საპროცესო და კორპორაციული უნარები იურიდიულ ფირმა “BSH”-ში უმცროსი იურისტის პოზიციაზე, ასევე აქტიურად მუშაობდა კომპანიებში “Nexia Georgia” და “The Bitfury Group”.
გიორგი მუდმივად და აქტიურად არის ჩართული აკადემიურ და პროფესიულ სამართლებრივ ინიციატივებში; მას მონაწილეობა აქვს მიღებული ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესის (Philip C. Jessup International Law Moot Court Competition) 2026 წლის ეროვნულ რაუნდებში.
- კლიენტების წარმომადგენლობა სამოქალაქო და კომერციულ დავებზე საქართველოს საერთო სასამართლოებში, საარბიტრაჟო ტრიბუნალებსა და საჯარო უწყებებში, საპროცესო საკითხებისა და დავის სტრატეგიის მართვა.
- კორპორაციულ და სახელშეკრულებო საკითხებზე კონსულტაცია, მათ შორის კორპორაციული გადაწყვეტილებების, კომერციული შეთანხმებებისა და სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება და სტრუქტურირება.
- მრავალ იურისდიქციასთან დაკავშირებული სამართლებრივი დასკვნებისა და დოკუმენტაციის შემუშავება, კონსულტაციების გაწევა საერთაშორისო კომერციულ ტრანზაქციებსა და რეგულატორულ ჩარჩოებზე.
- მონაწილე, ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი (ეროვნული რაუნდები, 2026)
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) წევრი, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაცია (2024 წელი)
- ბიზნესის სამართლის მაგისტრანტი (LL.M.), თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი (2024–დღემდე)
- სამართლის ბაკალავრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2024)