იურისტის თანაშემწე

გიგი ყურაშვილი BLC-ის 2026 წლის თებერვალში შემოუერთდა და მალევე დაწინაურდა იურისტის თანაშემწის პოზიციაზე.

BLC-ში კარიერის დაწყებამდე მუშაობდა სტაჟიორად იურიდიულ ფირმა Prime Legal-ში, სადაც დახმარებას უწევდა უფროს იურისტებს ყოველდღიურ საქმიანობაში. უმუშავია ადმინისტრაციულ ორგანოში - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში სპეციალისტის პოზიციაზე, სადაც მის მთავარ პასუხისმგებლობას წარმოადგენდა უცხოეთში მიღებული ზოგადი განათლების შედეგების საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან შესაბამისობის დადგენა.

გიგი აქტიურად არის ჩართული აკადემიურ და პროფესიულ სამართლებრივ ინიციატივებში. იგი არის ადამიანის უფლებების სამართლის იმიტირებული პროცესის პირველადგილოსანი და სტატიათა ეროვნული კონკურსის, „საარბიტრაჟო სამართლის გამოწვევები საქართველოში“, გამარჯვებული, რამაც განსაზღვრა კიდეც მისი და BLC-ის გზების გადაკვეთა. ამჟამად გიგი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია.

გამოცდილება
  • სიღრმისეული სამართლებრივი კვლევის წარმოება, სახელშეკრულებო და საპროცესო დოკუმენტაციის მომზადება და ანალიზი.
  • აქტიური ჩართულობა კლიენტებთან კომუნიკაციასა და BLC-ის გუნდის მხარდაჭერაში როგორც სასამართლო დავების წარმოების, ისე ბიზნესტრანზაქციების მიმართულებით.
განათლება და კვალიფიკაცია
  • გამარჯვებული, სტატიათა ეროვნული კონკურსი - საარბიტრაჟო სამართლის გამოწვევები საქართველოში. მისი სტატია „არბიტრი ხელოვნური ინტელექტით, თუ ხელოვნური ინტელექტი არბიტრი“ გამოქვეყნებულია საქართველოს არბიტრთა ასოციაციის ვებ-გვერდზე;
  • გამარჯვებული, ადამიანის უფლებების სამართლის იმიტირებული პროცესი, UNDP-ის მიერ ორგანიზებული;
  • სამართლის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი.
ენები
ქართული, ინგლისური