სტაჟიორი
მარიამ ბაწელაშვილი მხარს უჭერს ფირმის სასამართლო და საკონსულტაციო პრაქტიკას სამართლებრივი კვლევისა და იურიდიული დოკუმენტაციის მომზადების გზით. მისი საქმიანობა მოიცავს სასამართლოში წარსადგენი დოკუმენტების, ხელშეკრულებების, საპროცესო დოკუმენტაციის შედგენასა და კლიენტებთან კომუნიკაციის მხარდაჭერას. რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მას აქვს სხვადასხვა იურისდიქციისა თუ საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოების შედარებით-სამართლებრივი კვლევის უნარი, რაც ხელს უწყობს კლიენტებისთვის იურიდიული დასკვნებისა და პრაქტიკული რჩევების მომზადებას. მარიამს ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
გამოცდილება
- სასამართლო დავების მხარდაჭერა: სასამართლოში წარსადგენი დოკუმენტების, საპროცესო მასალებისა და კომერციულ თუ სამოქალაქო დავებზე საქმის წარმოებაში მხარდაჭერა
- სამართლებრივი ანალიზი: შედარებითი კვლევისა და რეგულატორული ანალიზის განხორციელება საკონსულტაციო საქმიანობისა და იურიდიული დასკვნების მომზადების მხარდასაჭერად
- დოკუმენტაციის დრაფტინგი: იურიდიული დასკვნების, ხელშეკრულებებისა და კომერციული დოკუმენტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა.
განათლება და კვალიფიკაცია
- სართლის მაგისტრი შედარებით საკონსტიტუციო სამართალში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი
- სამართლის ბაკალავრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ლილის უნივერსიტეტი, Erasmus+ სტიპენდიანტი
- მასარიკის უნივერსიტეტი, საზაფხულო სკოლის სტიპენდიანტი
- ოქსფორდის უნივერსიტეტი, საზაფხულო სემინარის სტიპენდიანტი
- ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა
- მედიატორის სერტიფიცირების კურსი
ენები
ქართული, ინგლისური, ფრანგული