სტაჟიორი
ანა ღვინიანიძე არის BLC Law Office-ის სტაჟიორი. იგი კომპანიას 2026 წელს შეუერთდა. ანა ჩართულია სამართლებრივი კვლევებში, სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებასა და განხილვაში, ასევე მხარს უჭერს BLC-ის გუნდს კომპლექსურ სამართლებრივ საკითხებზე მუშაობის პროცესში.
ანა ამჟამად სწავლობს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე და სწავლას მიმდინარე წელს დაასრულებს. აკადემიური საქმიანობის განმავლობაში იგი უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობდა Willem C. Vis-ის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესის კონკურსში, სადაც მისმა გუნდმა 64 საუკეთესო გუნდს შორის ადგილი დაიკავა და მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია რამდენიმე Pre-Moot-ზე. ანა ასევე დასახელდა საუკეთესო სპიკერად თბილისის Pre-Moot-ზე, რამაც საბოლოოდ იგი BLC Law Office-მდე მიიყვანა. იმიტირებული პროცესების გამოცდილებამ კიდევ უფრო განუმტკიცა ინტერესი სამართლებრივი კვლევის, ადვოკატირებისა და კომპლექსური კომერციული დავების მიმართ.
- სამართლის საბაკალავრო პროგრამა, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი (2022-2026)