იურისტი
თეონა ქარელი ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვეთებს, კონტრაქტორებს, ინჟინრებს, კონსულტანტებსა და ინვესტორებს კონსულტაციას უწევს სამშენებლო, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ პროექტებთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე. მისი საქმიანობა მოიცავს FIDIC-ის სტანდარტულ პირობებზე დაფუძნებულ ხელშეკრულებებს, EPC ხელშეკრულებებს, სახელმწიფო შესყიდვებს, სამშენებლო ხელშეკრულებების ადმინისტრირებას, სახელშეკრულებო მოთხოვნების (Claims) ადმინისტრირებასა და სამშენებლო დავების გადაწყვეტას. თეონა რეგულარულად უწევს კლიენტებს სამართლებრივ დახმარებას მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ყველა ეტაპზე, მათ შორის, შესყიდვის პროცესში, ხელშეკრულებების მომზადებისა და პირობებზე მოლაპარაკებისას, პროექტის განხორციელების პერიოდში, დავის თავიდან აცილებისა და განხილვის საბჭოს (Dispute Avoidance/Adjudication Board – DAAB) წარმოებაში, საერთაშორისო არბიტრაჟსა და კომერციულ დავებში.
ამასთან, თეონა ადგილობრივ და საერთაშორისო კლიენტებს კონსულტაციას უწევს კორპორაციული და კომერციული სამართლის ფართო სპექტრის საკითხებზე, მათ შორის, კომპანიების შერწყმისა და შეძენის (M&A), კორპორაციული რესტრუქტურიზაციის, სამართლებრივი due diligence-ის, კორპორაციული მართვის, პარტნიორთა ურთიერთობებისა და ზოგადი კორპორაციული საკონსულტაციო მომსახურების მიმართულებით. მისი საქმიანობა ასევე მოიცავს საინვესტიციო ტრანზაქციებს, პროექტების განვითარებასა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დაფინანსებით განხორციელებული პროექტების სამართლებრივ მხარდაჭერას, მათ შორის, აღნიშნული ინსტიტუტების წესებით რეგულირებულ შესყიდვების პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებს.
იურიდიულ ფირმა „ბიელსიში“ შემოერთებამდე თეონა იკავებდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის სახელშეკრულებო უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის პოზიციას, სადაც მუშაობდა ეროვნულ და საერთაშორისო დაფინანსებით განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სახელმწიფო შესყიდვების საკითხებზე. მანამდე იგი საქმიანობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში და თბილისის საქალაქო სასამართლოში.
- კონსულტაციას უწევდა დამკვეთებს, კონტრაქტორებსა და ინჟინრებს FIDIC-ის წითელი, ყვითელი და ვერცხლისფერი წიგნების, EPC და სხვა ინდივიდუალურად შემუშავებული სამშენებლო ხელშეკრულებების მომზადების, მოლაპარაკების, განმარტებისა და ადმინისტრირების საკითხებზე, მათ შორის, სახელშეკრულებო რისკების განაწილების, სახელშეკრულებო მოთხოვნების (Claims) წარმოების, ინჟინრის გადაწყვეტილებების (Engineer's Determinations), გადახდის მექანიზმების, ცვლილებების (Variations), ვადის გახანგრძლივების (Extension of Time) და დავების თავიდან აცილების მიმართულებით.
- წარმოადგენდა კლიენტებს დავის თავიდან აცილებისა და განხილვის საბჭოს (Dispute Avoidance/Adjudication Board – DAAB) წარმოებაში, საერთაშორისო არბიტრაჟსა და საქართველოს სასამართლოებში მიმდინარე სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ დავებში, მათ შორის, მშენებლობის შეფერხებასთან, დეფექტურ სამუშაოებთან, ხელშეკრულების შეწყვეტასთან, გადახდის მოთხოვნებთან, შესრულების საბანკო გარანტიებსა და სხვა სახელშეკრულებო სამართლებრივი დაცვის საშუალებებთან დაკავშირებით.
- კონსულტაციას უწევდა კლიენტებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დაფინანსებით განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესყიდვისა და განხორციელების პროცესში, მათ შორის, სატენდერო დოკუმენტაციის, ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობების (Particular Conditions of Contract) მომზადების, შესყიდვის პროცედურების, ხელშეკრულების პირობებზე მოლაპარაკებისა და ხელშეკრულების ადმინისტრირების საკითხებზე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შესყიდვების წესების შესაბამისად.
- კონსულტაციას უწევდა კლიენტებს განახლებადი ენერგიის პროექტების, მათ შორის, ჰიდრო-, ქარისა და მზის ელექტროსადგურების განვითარების, მშენებლობისა და განხორციელების პროცესში.
- კონსულტაციას უწევდა დამკვეთებს, კონტრაქტორებსა და პროექტის სპონსორებს შესრულების, ავანსის, დაკავებული თანხის (Retention) და მშობელი კომპანიის გარანტიების (Parent Company Guarantees), ასევე პროექტთან დაკავშირებული სადაზღვევო უზრუნველყოფის მომზადების, მოლაპარაკებისა და აღსრულების საკითხებზე.
- კონსულტაციას უწევდა ინვესტორებს კომპანიების შეძენის, ერთობლივი საწარმოების (Joint Ventures), პარტნიორთა შეთანხმებების, კორპორაციული რესტრუქტურიზაციისა და სხვა სტრატეგიული ტრანზაქციების ფარგლებში, მათ შორის, ტრანსსასაზღვრო M&A ტრანზაქციების, სამართლებრივი due diligence-ის, ტრანზაქციის სტრუქტურირებისა და ტრანზაქციული დოკუმენტაციის მომზადებისა და მოლაპარაკების საკითხებზე.
- ახორციელებდა სამართლებრივ due diligence-ს ტრანსსასაზღვრო ინვესტიციებისა და კომპანიების შეძენის ფარგლებში, მათ შორის, კორპორაციული, სახელშეკრულებო, მარეგულირებელი, სალიცენზიო, უძრავი ქონებისა და პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მიმართულებით.
- სამართლის დოქტორანტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2021–დღემდე)
- მშენებლობის მენეჯმენტის მაგისტრი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (2021–2023)
- ბიზნეს სამართლის მაგისტრი, თავისუფალი უნივერსიტეტი (2017–2019)
- სამართლის ბაკალავრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2013–2017)
- FIDIC-ის სერტიფიცირებული სახელშეკრულებო მენეჯერი (FCCM) (2024 წლიდან)
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი (2017 წლიდან)