პარტნიორი, დირექტორი | კორპორაციული & ფინანსური მიმართულება
თამთა ივანიშვილი იურიდიული ფირმა „ბიელსის“ პარტნიორი და დირექტორია, სადაც იგი უძღვება კორპორაციულ და ფინანსურ პრაქტიკას. თამთას იურიდიულ სფეროში მუშაობის თითქმის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. იგი „ბიელსის“ გუნდს 2008 წელს შემოუერთდა, მოგვიანებით გახდა ფირმის პარტნიორი, ხოლო 2026 წლიდან, დირექტორის პოზიციასაც იკავებს.
მისი პრაქტიკა მოიცავს კორპორაციულ სამართალს, კაპიტალის ბაზრებს, ფინანსურ რეგულირებას, ტრანსსასაზღვრო ინვესტიციების სტრუქტურირებასა და დაფინანსების საკითხებს. აღნიშნული მიმართულებებით მიღებული მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, იგი კონსულტაციას უწევს კლიენტებს კომპლექსური ადგილობრივი და საერთაშორისო ტრანზაქციების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. თამთა The Legal 500-ის მიერ აღიარებულია კაპიტალის ბაზრების სფეროში საქართველოს წამყვან იურისტად. აგრეთვე, იგი, როგორც წამყვანი ექსპერტი, აქტიურად მონაწილეობს ფინანსური რეგულირების მიმართულებით საკანონმდებლო რეფორმების შემუშავებასა და განხორციელებაში. მისი გამოცდილება, მათ შორის, მოიცავს საქართველოში სეკიურიტიზაციის სამართლებრივი ჩარჩოს შექმნასა და გადახდისუუნარობის სისტემის რეფორმას.
მისი პრაქტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ფინტექ სექტორია, სადაც თამთა საქართველოს სწრაფად განვითარებადი ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში ერთ-ერთ წამყვან სპეციალისტს წარმოადგენს. მას კონსულტაცია გაუწევია არაერთი საგადახდო და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერისა თუ სხვა ფინტექ კომპანიისთვის, როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკში ლიცენზირებისა და რეგისტრაციის, ისე მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის, პროდუქტების სტრუქტურირებისა და ბაზარზე შესვლის საკითხებზე. ამასთანავე, თამთა აქტიურადაა ჩართული მნიშვნელოვან საერთაშორისო და ადგილობრივ საარბიტრაჟო თუ სასამართლო დავებში და „ბიელსის“ დავების გადაწყვეტის გუნდთან ერთად მუშაობს კომპლექსურ კორპორაციულ და ადმინისტრაციულ საქმეებზე.
- კონსულტაცია გაუწია კორპორაციულ კლიენტებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს ტრანსსასაზღვრო ინვესტიციების სტრუქტურირებისა და საქართველოში კომპლექსური კაპიტალის ბაზრების ტრანზაქციების საკითხებთან, მათ შორის, სხვადასხვა სახის კაპიტალის ინსტრუმენტების გამოშვებასთან დაკავშირებით.
- კონსულტაცია გაუწია მსხვილ გლობალურ და რეგიონულ ფინტექ კომპანიებს, მათ შორის, წამყვან საერთაშორისო ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, ლიცენზირებისა და მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისობის საკითხებზე.
- კონსულტაცია გაუწია ბანკებს, მსესხებლებსა და ინვესტორებს დაფინანსების უზრუნველყოფისა და კაპიტალით დაფინანსების მექანიზმების სტრუქტურირების საკითხებზე.
- უხელმძღვანელა არაერთ დაფინანსების პროექტს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, მათ შორის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC), აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და სხვათა მონაწილეობით.
- წარმოადგინა კლიენტების ინტერესები მასშტაბური საერთაშორისო საარბიტრაჟო დავების ფარგლებში და ამავდროულად არბიტრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო არაერთ მნიშვნელოვან ადგილობრივ კომერციულ დავაში.
- წარმოადგენდა წამყვან ექსპერტს საქართველოში საკანონმდებლო რეფორმის სხვდასხვა ინიციატივაში, მათ შორის, სეკიურიტიზაციის სამართლებრივი ჩარჩოს შემუშავებაში, გადახდისუუნარობის სამართლის რეფორმასა და დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შექმნაში.
- Chambers Europe-ის რეიტინგში იკავებს პირველ კატეგორიას (Band 1) ზოგადი ბიზნეს სამართლის მიმართულებით და მესამე კატეგორიას (Band 3) დავების გადაწყვეტის მიმართულებით (საქართველო); კლიენტები მას ახასიათებენ როგორც „ჭკვიან და შემოქმედებით“ იურისტს და აღნიშნავენ მის გამორჩეულ, კლიენტზე ორიენტირებულ მომსახურებას, ოპერატიულობასა და კომპლექსური სამართლებრივი საკითხების გამორჩეული მართვის უნარს.
- The Legal 500-ის მიერ აღიარებულია წამყვან პარტნიორად საბანკო სექტორში, აგრეთვე, ფინანსებისა და დავების გადაწყვეტის მიმართულებებით; აღიარებულია ახალი თაობის პარტნიორად კორპორაციული სამართლისა და M&A მიმართულებით.
- IFLR1000-ის მიერ აღიარებულია „ამომავალ ვარსკვლავ პარტნიორად“ (Rising Star Partner) და დასახელებულია ქალ ლიდერთა (IFLR Women Leaders) შორის.
- სამართლის მაგისტრი (LL.M.) წარჩინებით, სამართალმცოდნეობა (შედარებითი სამართალი), ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, ბუდაპეშტი.
- სამართლის ბაკალავრი (LL.B.), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
- არბიტრთა ჩარტერული ინსტიტუტის წევრი.
- საქართველოს არბიტრთა ასოციაციის წევრი.
- საქართველოს იურიდიულ ფირმების ასოციაციის წევრი.
- ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის გამგეობის წევრი.
ქართული, ინგლისური, რუსული.