დავების მიმართულების ხელმძღვანელი
ლაშა ზურაბიანი არის იურიდიული ფირმა „ბიელსის“ დავების მიმართულების ხელმძღვანელი და წარმართავს ფირმის კომერციული არბიტრაჟისა და სასამართლო დავების პრაქტიკას. ლაშა ბიელსის გუნდს 2016 წლიდან შემოუერთდა. მას იურიდიულ სფეროში მუშაობის 13 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს. იგი ადგილობრივ და საერთაშორისო კლიენტებს წარმოადგენს მაღალი მნიშვნელობის დავებში როგორც საქართველოს სასამართლოებში, ისე - ადგილობრივ და საერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტებში. მისი პრაქტიკა მოიცავს კომერციულ, საკორპორაციო, სამშენებლო, ადმინისტრაციულ, შრომით, საოჯახო სამართლისა და ინტელექტუალური საკუთრების საკითხებს.
იურიდიული ფირმა „ბიელსის“ გუნდში შემოერთებამდე ლაშა მუშაობდა წამყვან საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიაში, სადაც საგადასახადო დეპარტამენტთან ერთად ბიზნესებსა და ფიზიკურ პირებს უწევდა კონსულტაციას სამართლებრივი შესაბამისობისა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
- როგორც ადგილობრივ სასამართლოებში, ისე საერთაშორისო არბიტრაჟში წარმომადგენლობას უწევდა ორ მსხვილ ჰიდროელექტროსადგურს სადაზღვევო დავებში, რომლებიც სამშენებლო ობიექტისთვის მიყენებული ზიანიდან გამომდინარეობდა;
- წარმოადგენდა წამყვან სასმელების მწარმოებელ კომპანიას საარბიტრაჟო პროცესსა და ადგილობრივ სასამართლოებში;
- კონსულტაციას უწევდა და წარმოადგენდა ინვესტორებს მსხვილ სამშენებლო კომპანიებში მათი ინვესტიციის დაცვის საკითხებზე;
- წარმოადგენდა ინვესტორს, რომელსაც ზიანი მიადგა საქართველოში პირველი Initial Coin Offering-ის (ICO) შედეგად;
- სხვადასხვა დავის ფარგლებში, ადგილობრივ სასამართლოებში წარმომადგენლობას უწევდა წამყვან ქართულ მინის მწარმოებელ კომპანიას;
- წარმოადგენდა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ იარაღის მწარმოებელ კომპანიას მის პარტნიორთან დავაში;
- წარმოადგენდა რამდენიმე მსხვილ ქართულ სამშენებლო კომპანიას ადგილობრივ სასამართლოებში მიმდინარე დავებში;
- კონსულტაციას უწევდა და წარმოადგენდა უცხოელ ინვესტორს მსხვილ კომერციულ სავაჭრო სივრცესთან დაკავშირებულ პარტნიორთა დავაში;
- წარმომადგენლობას უწევდა მსხვილ ქართულ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ კომპანიებს სასამართლო დავებსა და კომერციულ საკითხებში.
- The Legal 500-ის მიერ აღიარებულია, როგორც ფირმის დავების გადაწყვეტის პრაქტიკის ერთ-ერთი წამყვანი იურისტი.
- დოქტორანტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2017 - დღემდე);
- სამართლის მაგისტრის ხარისხი, წარჩინებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2017);
- სამართლის ბაკალავრის ხარისხი, წარჩინებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2015);
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი (სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია, 2016; ბავშვთა უფლებების სპეციალიზაცია, 2020);
- აკრედიტებული წევრი, საქართველოს არბიტრთა ასოციაცია (GAA) (2023);
- ასოცირებული წევრი, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია (ALFG) (2021);
- გავლილი აქვს მედიაციის 60-საათიანი სასერტიფიკატო პროგრამა (2024);
- გავლილი აქვს FIDIC Module 4 - FIDIC-ის ხელშეკრულებების მართვა და ადმინისტრირება (2024).