იურისტი | კორპორაციული, უძრავი ქონების, შრომითი და საიმიგრაციო სამართალი
გვანცა გოგუაძე იურიდიულ ფირმა „ბიელსის“ 2015 წელს შეუერთდა უმცროსი იურისტის პოზიციაზე და კომპანიაში 2019 წლამდე საქმიანობდა. 2022 წელს იგი კვლავ შემოუერთდა „ბიელსის“ და ამჟამად იკავებს იურისტის პოზიციას „ბიელსის“ ბათუმის ოფისში.
მისი პრაქტიკის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს კერძო, კორპორაციული, შრომითი და საიმიგრაციო სამართალი. გვანცა რეგულარულად უწევს კონსულტაციას ადგილობრივ და საერთაშორისო კლიენტებს კორპორაციული სამართლის სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის კომპანიების დაფუძნების, კორპორაციული ცვლილებებისა და კორპორაციული მართვის მიმართულებით. მისი გამოცდილება მოიცავს სამართლებრივი კვლევების განხორციელებას, კლიენტთა კონსულტირებას მიმდინარე საკანონმდებლო და მარეგულირებელ ცვლილებებზე, კომპლექსური კომერციული და ტრანზაქციული დოკუმენტაციის მომზადებასა და მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობას, ასევე კლიენტების მხარდაჭერას კორპორაციულ, კომერციულ და უძრავი ქონების ტრანზაქციებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
გვანცა იურიდიულ საქმიანობას 2011 წლიდან ეწევა. „ბიელსიში“ პრაქტიკის გარდა, იგი ასევე მუშაობდა შპს „ორბი ჯგუფში“ იურისტის პოზიციაზე და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროში საქმეთა კოორდინატორად. კარიერის ადრეულ ეტაპზე გვანცა ასევე დასაქმებული იყო სს „თიბისი ბანკში“ და გაიარა სტაჟირება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კონსტიტუციურ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტში.
იურიდიული პრაქტიკის გარდა, გვანცა აქტიურად მონაწილეობდა პროფესიულ კონფერენციებში, სამართლებრივ კონკურსებში, სამართლის კლინიკებსა და იმიტირებულ სასამართლო პროცესებში (Moot Court), რაც ხელს უწყობდა მისი აკადემიური ცოდნისა და პრაქტიკული იურიდიული გამოცდილების გაღრმავებას.
- ადგილობრივი და საერთაშორისო კლიენტების კონსულტირება კორპორაციული, შრომითი, საიმიგრაციო და კერძო სამართლის საკითხებზე;
- კომპანიების დაფუძნებისა და კორპორაციული ცვლილებების პროცესების მხარდაჭერა, კორპორაციული მართვის საკითხებზე კონსულტირება;
- შრომით და საიმიგრაციო საკითხებზე სამართლებრივი მხარდაჭერის გაწევა, მათ შორის შრომით იმიგრანტებთან დაკავშირებულ რეგულაციებთან, სამუშაო ნებართვებთან და ბინადრობის საკითხებთან მიმართებაში;
- კორპორაციულ, კომერციულ და უძრავი ქონების ტრანზაქციებში მონაწილეობა, მათ შორის სამართლებრივი ანალიზის (legal due diligence) პროცესისა და ტრანზაქციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადების მიმართულებით;
- კომერციული ხელშეკრულებების, სამართლებრივი დასკვნების, კორპორაციული დოკუმენტებისა და სხვა სამართლებრივი ინსტრუმენტების მომზადება და ანალიზი;
- კლიენტების წარმომადგენლობა საქართველოს საერთო სასამართლოებში, საარბიტრაჟო ტრიბუნალებსა და საჯარო უწყებებში;
- მაგისტრის ხარისხი, კავკასიის სამართლის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი.
- სამართლის ბაკალავრის ხარისხი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.