იურისტი | კომერციული, საკორპორაციო სამართალი & დავების გადაწყვეტა

გიორგი კონსულტაციას უწევს კლიენტთა ფართო წრეს კომერციული, კორპორაციული და დავების გადაწყვეტის საკითხების ფართო სპექტრზე. მის კლიენტებს შორის არიან მსხვილი კორპორაციები, დეველოპერული და სამშენებლო კომპანიები, სტუმართმასპინძლობის (ჰოსპითალითის) ბიზნესის ჯგუფები და ჰიდროელექტროსადგურების ოპერატორები.

გიორგის პრაქტიკა მოიცავს წილებისა და აქტივების შერწყმისა და შეძენის (M&A) ტრანზაქციებს, კორპორაციულ რესტრუქტურიზაციებს, რეგულაციებთან შესაბამისობას, ინტელექტუალური საკუთრებისა (IP) და პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირებას, სასამართლო დავებს, ასევე ზოგად იურიდიულ კონსულტაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, საგადასახადო საკითხებზე.

გიორგის აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება კომპლექსური ხელშეკრულებების მოლაპარაკებასა და მომზადებაში, რომლებიც დაკავშირებულია რთულ ბიზნეს, ფინანსურ და საგადასახადო საკითხებთან. ეს მას საშუალებას აძლევს, გასცეს სხვადასხვა დისციპლინის გათვალისწინებით შემუშავებული სამართლებრივი რჩევა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ტრანზაქციების სტრუქტურა სამართლებრივი, საგადასახადო და ფინანსური კუთხით ოპტიმალური სახით.

გამოცდილება
  • ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორებისათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა წილებისა და აქტივების შერწყმისა და შეძენის (M&A) ტრანზაქციების სამართლებრივ ასპექტებზე საქართველოს კანონმდებლობის პერსპექტივიდან, მათ შორის, ინდუსტრიულ და სადაზღვევო სექტორებში. აღნიშნული მოიცავს, მათ შორის, შემდეგს: სამართლებრივი შესწავლა (due diligence), ტრანზაქციის სტრუქტურირება, რეგულაციებთან შესაბამისობა, წილების ნასყიდობის ხელშეკრულებებისა და ტრანზაქციასთან დაკავშირებული თანმდევი დოკუმენტაციის მომზადება და მოლაპარაკებების წარმოებას, ასევე ქართული სამიზნე კომპანიების სხვა ძირითადი სამართლებრივი ასპექტები.
  • სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა ერთობლივი საქმიანობის და კორპორატიულ შეთანხმებებთან დაკავშირებით, რაც მოიცავს, მათ შორის, კორპორატიული მართვის ისეთი ძირითადი დოკუმენტების მომზადებასა და განხილვას, როგორიცაა პარტნიორთა/აქციონერთა შეთანხმებები (SHA) და წესდებები, მრავალმხრივი ტრანზაქციების იმპლემენტაციის მიზნით.
  • სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა სამშენებლო და დეველოპერული კომპანიებისათვის უძრავი ქონების პროექტების განვითარებისა და ოპერირების ყველა ეტაპზე, რაც მოიცავს კომპანიის ფორმირებას, კორპორაციული მართვის დოკუმენტების მომზადებას, EPC კონტრაქტების, ოპერირებისა და ტექნიკური მომსახურების (O&M) ხელშეკრულებების, ასევე წინარე და ძირითადი ნასყიდობის ხელშეკრულებების (SPA) მომზადებასა და მოლაპარაკებების წარმოებას. ასევე, სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა მიწის ნაკვეთების შეძენის, ზონირების საკითხებზე და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან კომუნიკაცია საჭირო სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნებართვების მოსაპოვებლად.
  • გლობალური სასტუმრო ბრენდებისა და ადგილობრივ დეველოპერების წარმომადგენლობა სასტუმროს მართვისა და ფრენშაიზის ტრანზაქციებში; ისეთი დოკუმენტების მომზადება და მოლაპარაკება, როგორებიცაა საერთაშორისო ფრენჩაიზის ხელშეკრულებები, სასაქონლო ნიშნისა და ბრენდის ლიცენზირების ხელშეკრულებები, საპროექტო და ტექნიკური მომსახურების ხელშეკრულებები, წინარე და ძირითადი ნასყიდობის ხელშეკრულებები, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდებები, იჯარის ხელშეკრულებები და სხვა თანმდევი დოკუმენტები შესაბამისი პროექტის სრულყოფილად განხორციელებისთვის.
  • სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა მულტინაციონალური ინდუსტრიული ჯგუფისათვის კორპორაციულ, რეგულატორულ, სახელშეკრულებო და საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით საქართველოში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ) ორგანიზებისა და ფუნქციონირების მიზნით; კომუნიკაციისა და სამართლებრივი ურთიერთობების უზრუნველყოფა სახელმწიფო ორგანოებთან, კონტრაქტორებთან, ქვეკონტრაქტორებთან და პარტნიორებს/აქციონერებს შორის.
  • მონაწილეობა კანონშემოქმედებით საქმიანობასა და საჯარო პოლიტიკის ინიციატივებში, ინვესტიციების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან და ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულებების (BIT) ჩარჩოებთან ჰარმონიზაციის მიზნით.
  • კორპორაციული კლიენტების წარმომადგენლობა მსხვილ სამოქალაქო და კომერციულ დავებში საქართველოს სასამართლოებში, რაც მოიცავს დავამდე და დავის სტრატეგიების შემუშავებას, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებას, და კლიენტების ინტერესების დაცვას სახელშეკრულებო, პარტნიორთა შორის არსებულ და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ დავებში.
განათლება და აკადემიური საქმიანობა
  • სამართლის სამაგისტრო პროგრამის (LL.M.) მაგისტრანტი, ბიზნეს სამართალი, დამატებითი კონცენტრაცია საგადასახადო სამართალში, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი. სასწავლო პროგრამა - დასრულებული; სამაგისტრო ნაშრომი - მომზადების პროცესში.
  • სამართლის ბაკალავრი (LL.B.), თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველო – დაამთავრა წარჩინებით.
  • გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში საერთო სპეციალიზაციით – რეგისტრაციის №10643.
  • „ტექნოლოგიური უნარები იურისტებისთვის“ კურსის ლექტორი, სამართლის აკადემია.
ენები
ქართული, ინგლისური.