იურისტი | კორპორაციული, ფინანსური & ინტელექტუალური საკუთრების მიმართულება
ანასტასია რაზმაძე არის იურიდიული ფირმა „ბიელსის“ იურისტი, რომლის საქმიანობის ძირითადი სფეროებია ფინანსური რეგულირების, ინტელექტუალური საკუთრებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხები, ისევე როგორც, კორპორაციული სამართალი და სასამართლო დავები. იგი გუნდს 2023 წელს შემოუერთდა და ეტაპობრივად დაწინაურდა ამჟამინდელ პოზიციამდე. ანასტასია იურიდიულ მხარდაჭერას უწევს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კლიენტებს საფინანსო სექტორში ლიცენზირებისა და რეგისტრაციის საკითხებზე, მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის (PSP), ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერისა (VASP) და საბანკო ლიცენზიების მიმართულებით.
ანასტასიას პროფესიული პრაქტიკა მოიცავს სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციასა და მათ დაცვას დავის ფარგლებში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხებს, მათ შორის, მონაცემთა სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემას, კორპორაციულ და კომერციულ საკითხებს, ასევე სამოქალაქო დავებს. იგი ასევე წარმოადგენს უცხოელ კლიენტებს საქართველოში სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებულ საქმეებზე.
ანასტასია მონაწილეობდა ვილემ ვისის სახელობის 30-ე იმიტირებულ პროცესში საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში (Willem C. Vis Moot), რომლის ფარგლებშიც მონაწილეობა მიიღო ვენაში ჩატარებულ რაუნდებზე. აკადემიური კარიერის განმავლობაში, იგი ასევე იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა ადგილობრივ შეჯიბრში.
- კონსულტაცია გაუწია საგადახდო მომსახურებისა და ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებს, ასევე საფინანსო სექტორის სხვა მონაწილეებს ლიცენზირების, რეგისტრაციისა და რეგულატორულ საკითხებზე, მათ შორის, საბანკო ლიცენზიის მიმართულებით.
- წარმატებით წარმოადგინა კლიენტი სასაქონლო ნიშანთან დაკავშირებულ დავაში შესაბამისი სექტორის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის წინააღმდეგ.
- სამართლებრივი მხარდაჭერა გაუწია კლიენტს სხვა სახელმწიფოსთვის პერსონალურ მონაცემთა გადაცემაზე ნებართვის მიღებაში.
- წარმოადგინა უცხო ქვეყნის მოქალაქე კლიენტები საქართველოში სამკვიდროს მიღების საქმეებზე და აქტიურად მუშაობდა უცხო ქვეყანაში გაცემული სამკვიდრო მოწმობის საქართველოში ცნობის პრეცედენტულ საქმეზე.
- მხარს უჭერდა „ბიელსის“ გუნდს სასამართლო დავების, კორპორაციულ, საბანკო და ინტელექტუალური საკუთრების საკითხებში, მათ შორის, სამართლებრივი ანალიზის, ტრანზაქციებისა და საპროცესო დოკუმენტების მომზადების მიმართულებით.
- სამართლის ბაკალავრი (LL.B.), წარჩინებით, საქართველოს უნივერსიტეტი.
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.
- საინვესტიციო ფინანსების კურსი, ორგანიზებული „თიბისი“ კამპუსის მიერ.